ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა.დღეს ვისწავლეთ თუ როგორ გადავიტანოთ დრაივში შესრულებული დავალებები ბლოგში ნავიგაციის ღილაკებზე,. როგორ შევქმნათ ეს ღილაკები და თან დავასათაუროთ.ასევე როგორ წავშალოთ.
როგორ დავახარისხოთ ჩვენი ნამუშევრები და გადავამისართოდ.მოვემზადოთ ხვალინდელი დღისთვის.
xatunas blog
Saturday, March 18, 2017
Friday, March 17, 2017
დღე პირველი
დღეს დაიწყო ჩვენი ტრენინგი. გავიცანით ერთმანეთი და ასევე დავგეგმეთ მთელი ტრენინგის შეხვედრის დღეები. ტრენერმა გვაჩვენა,თუ სად იქნებოდა ჩვენი სამუშაო გვერდი, სადაც დაგვიწერდა ჩვენს მომდევნო შეხვედრების დავალებებს. მუშაობა დიდი გვმართებს, მაგრამ მომავალში ნასწავლი მასალა აუცილებლად გამოგვადგება ჩვენს საქმიანობაში.
Sunday, March 12, 2017
დღე მეშვიდე
დღევანდელი დღეც ნაყოფიერი აღმოჩნდა. ვისწავლეთ სურათისთვის დაკარგული მისამართის მოძებნა,ასევე განვიხილეთ საიტები, სადაც შესაძლებელია პროექტების გაცნობა.ასევე შეფასების რუბრიკებს გავეცანით და დავგეგმეთ მომავალი ტრენერისთვის.შევასრულეთ სხვადასხვა სახის 2 ტესტი.
Saturday, March 11, 2017
დღე მეხუთე
დღეს ვისწავლეთ ანკეტებისა და ტესტების დამზადება გუგლის ფორმატში.ასევე როგორ გადავუღოთ სურათი ვორდში ატვირთულ მასალას.და როგორ განვათავსოთ ეს სურათები გუგლის ფორმატში.
დღე მეექვსე
დღეს ვისწავლეთ უკუკავშირის ფორმები და კომენტარის გაკეთება,რაც მოსწავლესთან ინდივიდუალურ მუშაობას მომავალში უფრო გამიადვილებს.ასევე გავიხსენეთ Power Point-ი,რაც გვჭირდება მომავალი დავალების შესასრულებლად.გავიხსენეთ პოვერ პოინტში ამა თუ იმ მასალის ატვირთვა. დღევანდელი დღით კმაყოფილი დავრჩი.
Saturday, March 4, 2017
დღე მეოთხე
მთელი კვირის განმავლობაში ვიმუშავეთ დავალებაზე. გზადაგზა გვიჩნდებოდა პატარ-პატარა კითხვები,რაზეც ჩვენმა ტრენერმა მოგვცა ამომწურავი პასუხები.დღეს ასევე განვიხილეთ ჯგუფური მუშაობის განსახორციელებელი რამოდენიმე აქტივობა.ასევე ვისწავლეთ თუ სად შეგვიძლია იმ მასალის შეგროვება,რასაც ჩვენი მუშაობის პროცესში შევქმნით, რომელსაც ვირტუალური მეხსიერების ბარათი დავარქვით.
Sunday, February 26, 2017
დღე მესამე
მესამე დღეც კმაყოფილმა დავტოვე. ვისწავლეთ ბროშურების ,პლაკატების და სერტიფიკატების დამზადება. ასევე ვისწავლეთ თუ სად უნდა ვიპოვოთ მასალა, რომელიც დაგვეხმარება პროექტის ფარგლებში კითხვების ჩამოყალოიბებაში(როგორც ზოგადი,ასევე თემატური)
Subscribe to:
Posts (Atom)